რა არის PyPy?

Pypy არის სწრაფი, თავსებადი ალტერნატიული განხორციელება პითონის ენის (2.7.10 და 3.2.5). მას აქვს რამდენიმე უპირატესობა და გამოკვეთილი თვისებები. არის პითონის ინტერპრეტატორი(თარჯიმანი) და JIT კომპილერი, PyPy აქცენტს აკეთებს სისწრაფეზე, ეფექტურობაზე და თავსებადია ორიგინალ CPython ინტერპრეტატორთან. არის ჩანაცვლება CPython-ის. ის შექმნილია RPython ენის გამოყენებით. ძირითადი მიზეზი გამოიყენოთ PyPy ნაცვლად CPython-ისა არის სისწრაფე(სიჩქარე): ის მუშაობს უფრო სწრაფად ვიდრე CPython.

PyPy ახორციელებს Python 2.7.10 და ეშვება Intel x86 (IA-32) , x86_64 და ARM პლატფორმებზე. ის მხარს უჭერს ყველა ძირითად ენას, პითონის test suite -ის გავლით (უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც უკვე მიღებულია პითონის ახალ ვერსიებში). ის მხარს უჭერს ყველაზე ხშირად გამოყენებად პითონის სტანდარტული ბიბლიოთეკის მოდულებს. ცნობილია განსხვავებები CPython თან, ნახეთ თავსებადობის გვერდზე.

PyPy-ს ასევე აქვს ბეტა რელიზი PyPy3 ზე რომელიც ახორციელებს Python 3.2.5. ის მუშაობს იგივე პლატფორმაზე როგორც ზემოთ არის მოყვანილი.

PyPy ძირითადი თვისებები:

  • სისწრაფე

ჩვენს მთავარ გამშვებს გააჩნია JIT კომპილერი არსებობს ორი შემთხვევა, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, სადაც PyPy ვერ შეძლებს დააჩქაროს თქვენი კოდი:

  • მოკლე გაშვებული პროცესები

  • თუ სრული დრო იხარჯება ბიბლიოთეკების გაშვებაში (ანუ იგულისხმება C ფუნქციები) და არა რეალურად გაშვებული Python კოდზე,მაშინ JIT კომპილერი ვერ დაგეხმარებათ

პითონის პროგრამები ხშირად ეშვება სწრაფად PyPy ზე. (რა არის JIT კომპილეერი?)

"თუ თქვენ გსურთ , რომ თქვენი კოდი იყოს სწრაფი, თქვენ უნდა გამოიყენოთ PyPy" - Gudio van Rossum (პითონის შემქმნელი)

  • მეხსიერების გამოყენება

მეხსიერების უკმარისობა პითონზე დაწერილი პროგრამები (ასობით მეგაბაიტს ან მეტს) შეიძლება მოიხმარდნენ, PyPy ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოიხმაროს CPython-თან შედარებით. ეს არ არის ყოველთვის არგუმენტი, რადგან ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ baseline უფრო მაღალია ვიდრე CPython-ის შემთხვევაში.

თუ თქვენ ხართ დახმარებით დაინტერესებული, ნახეთ დახმარების გვერდი.