რატომ უნდა გამოვიყენოთ pip და virtualenv

რა არის pip?

pip არის ხელსაწყო რომელიც აყენებს პითონის ბიბლიოთეკებს რეპოზიტორიდან(PyPI). არის უკეთესი ალტერნატივა easy_install -ისა, რომლის გამოყენებაც რეკომენდირებულია და მნიშვნელოვანია პითონის ბიბლიოთეკებთან სამუშაოდ.

pip დასაყენებლად ნებისმიერ ლინუქსის დისტრიბუტივზე შეგვიძლია გავუშვათ ბრძანება easy_install

  • sudo easy_install -U pip

ასევე შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ კოდის წყარო get-pip.py ოფიციალური გვერდიდან, შემდეგ ვუშვებთ ბრძანებას

  • sudo python3 get-pip.py # თუ გვინდა python3 ზე დაყენება

  • sudo python2 get-pip.py # თუ გვინდა python2 ზე დაყენება

რის შემდეგ pip დაყენების პროცესი წარმატებით დასრულდა და მისი გამოყენება სრულებით შესაძლებელია.

  • pip install SomePackage - ბრძანება აყენებს სასურველ ბიბლიოთეკას

  • pip uninstall SomePackage - ბრძანება შლის სასურველ ბიბლიოთეკას

  • pip list - ბრძანებით შეგვიძლია ვნახოთ დაყენებული ბიბლიოთეკები

დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ დოკუმენტაცია.- ბმული

რა არის virtualenv?

virtualenv არის ხელსაწყო რომელიც ქმნის იზოლირებულ გარემოს პითონისთვის. სადაც შეგვიძლია ჩვენი კოდის ტესტირება სისტემური ბიბლიოთეკების გარეშე. ასევე შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა ვერსიები.

დავაყენოთ virtualenv ამისთვის ვიყენებთ pip

  • sudo pip3 install virtualenv # თუ გვინდა python3 ზე დაყენება

  • sudo pip2 install virtualenv # თუ გვინდა python2 ზე დაყენება

ვირტუალური გარემოს კონფიგურაცია

შევქმნათ ვირტუალური გარემო

  • virtualenv --python=python3 --no-site-packages pygeo

venvcr.png

შექმნის ფოლდერს pygeo სადაც იქნება დაყენებული მოდულები და პითონის გამშვები. გამოვიყენოთ ვირტუალური გარემო. ამისთვის გვჭირდება შემდეგი ბრძანებები

  • cd pygeo # გადავდივართ ფოლდერში pygeo

  • source bin/activate # ვააქტიურებთ შექმნილ ვირტუალურ გარემოს, რომელის შემდეგ ის იყენებს მხოლოდ pygeo ში არსებულ ან დაყენებულ ბიბლიოთეკებს.

შევამოწმოთ pygeo ში არსებული მოდულები(ბიბლიოთეკები) ბრძანებით რომელიც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ.

  • pip list

    pip (7.1.2)
    setuptools (18.2)
    wheel (0.24.0)

მივიღეთ 3 მოდული რომელსაც ვირტუალური გარემო ქმნის თავისით. დავაყენოთ სასურველი ბიბლიოთეკა. მაგ. django

  • pip install django # django პითონის ვებ ფრეიმვორქი.

შევამოწმოთ დაყენდა თუ არა django

  • pip list

    Django (1.9.1)
    pip (7.1.2)
    setuptools (18.2)
    wheel (0.24.0)

instlist.png როგორც ვხედავთ დაყენდა. ასევე შეგვიძლია დავაყენოთ ნებისმიერი ბიბლიოთეკა რომლის გამოყენებაც გვინდა ან გვჭირდება პროექტზე სამუშაოდ. მაგ. pytz, Pillow და ა.შ.

  • pip install pytz Pillow

თუ გვსურს რომელიმე ბიბლიოთეკის წაშლა მაგ. django

  • pip uninstall django

    .....
    Proceed (y/n)? y # ვეთანხმებით y ჩაწერით რის შემდეგ ბიბლიოთეკა წაიშლება ვირტუალური გარემოდან.
  • pip list

    pip (7.1.2)
    setuptools (18.2)
    wheel (0.24.0)

დავრწმუნდით რომ django ნამდვილად წაიშლა. და ბოლოს ვაკეთებთ ვირტუალური გარემოს დეაქტივაციას

  • deactivate # ბრძანებით.

დამატებით ინფორმაციისთვის გამოიყენეთ დოკუმენტაცია.