პითონის დაყენება შეიძლება ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე. როგორებიცაა მაგ. Windows, Unix და Linux ოპერაციულ სისტემებზე. მარტივი გზა პითონის დასაყენებლად არის package manager ის გამოყენება, მაგ. apt-get, yum, pacman და ა.შ.
debian/ubuntu დისტრიბუტივებზე შეგვიძლია გავუშვათ ბრძანება მაგ. თუ გვინდა 2.x ვერსიის დაყენება
-
sudo apt-get install python2.7
თუ გვინდა 3.x ვერსიის დაყენება
-
sudo apt-get install python3.3
ასევე შეგვიძლია დავაყენოთ ბოლო ვერსია კოდის წყაროდან ანუ იგივე(Source), კოდის წყაროს გადმოწერა შეგიძლიათ პითონის ოფიციალური გვერდიდან ან Ftp დან - Python Source Code ვირჩევთ ბოლო ვერსიას 3.5.1 და ვიწერთ *.tgz ფორმატის ფაილს Python-3.5.1.tgz შემდეგ ვხსნით ტერმინალს და ვუშვებთ ქვემოთ მოცემულ ბრძანებებს
-
tar -xvf Python-3.5.1.tgz
-
sudo mv Python-3.5.1 /opt/
-
cd /opt && cd Python-3.5.1
-
./configure
-
make
-
sudo make altinstall
პითონის დაყენების პროცესი წარმატებით დასრულდა.
ნახეთ სურათი